|
2017-06-01 13:27:48, 2295 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
პრემიერი: საქართველოში რაგბი ღირსების სიმბოლო გახდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში მიმდინარე 20 წლამდე მორაგბეთა ჩემპიონატს გამოეხმაურა და მას უმნიშვნელოვანესი მოვლენა უწოდა. კვირიკაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომ აღნიშნული ჩემპიონატი საქართველოში ტარდება. მან მორაგბეებს წარმატებები უსურვა, ასევე მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“, რომელიც კვირიკაშვილისვე განმარტებით, სარაგბო ინფრასტრუქტურის შექმნას წლებია, აფინანსებს: "20 წლამდე მორაგბეთა ჩემპიონატი უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოში ტარდება პროექტ "CHECK IN GEORGIAS"-ს ფარგლებში, 31 მაისიდან დაიწყო ეს ჩემპიონატი და არის ძალიან დიდი საერთაშორისო მნიშვნელობის მოვლენა. საქართველოში რაგბი არის ნადმვილად ნაციონალური თამაში, ღირსების სიმბოლო გახდა და მინდა, ყველა მორაგბეს მივულოცო ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რომ ჩვენ ქვეყანაში ტარდება ესოდენ მნიშნელოვანი ჩემპიონატი და საქართველო მოანწილეობს ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორიცაა ინგლისი, ირლანდია, ავსტრალია, უელსი, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, არგენტინა, საფრანგეთი, შოტლანდია და იტალია. ყველა არის რაგბის ქვეყანა და ჩვენ ვართ ასეთი ქვეყნების რიგში. ეს არის შედეგი ძალიან ბევრი მუშაობის. საქართველოში უპრეცენდენტო სამუშაოები ჩატარდა რაგბის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. 11 სარაგბო ბაზა აშენდა და 1 სარაგბო სტადიონი. არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო "ფონდ ქართუს", რომელიც წლებია, აფინანსებს თანმიმდევრულად სარაგბო ინფრასტრუქტურის შექმნას და მინდა, პირველ რიგში, საქართველოს ნაკრებს ვუსურვო წარმატება და გავამხნევო. მნიშნელოვანია, რომ მათი ფსიქოლოგიური მხნეობა იყოს იმის შესაბამისი, რა მომზადებაც მათ გააჩნიათ", - განაცხადა პრემიერმა.
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)