20:31 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 12:11:54, 1850 ნახვა

საზოგადოება
კვლევის მიხედვით, საქართველოში შეძენილი ათი იმპორტირებული სათამაშოდან ცხრაში მავნე ნივთიერებებია

ჩატარებული კვლევების თანახმად, საქართველოში შეძენილი 10 სათამაშოდან 9-ში მავნე ნივთიერება დი2 ეთილჰექსილფტალატი აღმოჩნდა.

საუბარია იმპორტირებულ სათამაშოებზე. არსებული კვლევების გამო, სახალხო დამცველი კამპანიას “უსაფრთხო სათამაშო“ იწყებს. 

კამპანიის ფარგლებში საკანონმდებლო რეგულაციების ამოქმედების ადვოკატირება, ინსტიტუციური ბაზრის მოწესრიგება, ბიზნესექტორის პასუხისმგებლობის და მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაა დაგეგმილი. 

,,ქვეყანაში უნდა შეიქმნას გარკვეული მექანიზმი, რომელიც შეამოწმებს იმ სათამაშოებს, რომელიც ბაზარზე ვრცელდება. სამწუხაროდ, შემოწმების მიხედვით დადგინდა, რომ ამ სათამაშოების დიდი ნაწილი  შეიცავს გარკვეულ ნივთირებებს, რომელიც ბავშვების სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საზიანოა. აქედან გამომდინარე, საქართველოს აქვს ვალდებულება შეურთდეს ევროკავშირის სპეციალურ დირექტივას 2019 წლის სექტემბრამდე, თუმცა მანამდე სახელმწიფომ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რომ ზოგადად დარეგულირდეს არსებული მდგომარეობა. ჩვენ ვიწყებთ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც გულისხმობს გარკვეული მონიტორინგის მექანიზმის შექმნასაც, რომ შემოწმდეს სათამოები ქვეყანაში, ამაღლდეს ცნობიერება. ჩვენ ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს, მათ შორის საბავშვო ბაღებში, რომ იყოს გარკვეულწილად შემოწმებული ის სათამაშოები, რომლებიც საბავშვო ბაღებშია“,- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics