|
2017-05-31 14:03:03, 1852 ნახვა
საზოგადოება
Amnesty International: აზერბაიჯანელ ჟურნალისტს წამება და არაადამიანური მოპყრობა ემუქრება
Amnesty International-ში მიიჩნევენ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც თბილისში "გაუჩნარდა", წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რისკის ქვეშაა. ორგანიზაციის წარმომადგენლის ლევან ასათიანის განცხადებით, ჟურნალისტი უნდა გაათავისუფლონ. "ეს ქვეყანა ცნობილია, მისი ნეგატიური დამოკიდებულებით ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების მიმართ. ჟურნალისტი რაც შეიძლება მალე უნდა გაათავისუფლონ. ის უნდა დაიცვან წამებისგან და არაადამიანური მოპყრობისგან. ის დააპატიმრეს არაკანონიერად, მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო", - განაცხადა ასათიანმა. ცნობისთვის, მთავრობის კანცელარიასთან თბილისში გაუჩინარებული აზერბაიჯენელი ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ადგილზე ათობით ადამიანი იყო შეკრებილი. მათ მთავრობას მიმართეს, გამოიძიონ საქმე, თუ როგორ მოხვდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სხვა ქვეყანაში საბუთების გარეშე. შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში გუშინ გაუჩინარდა. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაიევის და მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის თქმით, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აფგან მუხთარლი, ბაქოში მალულად გადაიყვანეს. ადვოკატის ცნობით, ჟურნალისტი საქართველოდან ნაცემ მდგომარეობაში გადაიყვანეს. ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)