|
2017-05-31 08:30:06, 1836 ნახვა
საზოგადოება
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატი საქართველოს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის ერთ-ერთი ადვოკატის ნემეტ კარიმლის განცხადებით, ის საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს გაასაჩივრებს, - ამის შესახებ ადვოკატმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა. ამასთან, ადვოკატი საქართველოს მხარეს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც კარიმლიმ აღნიშნა, ჟურნალისტმა მას გუშინ, აზერბაიჯანის დროით, 18:00 საათზე დაურეკა და უთხრა, რომ აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის მეტრო საჰილთან მდებარე შენობაში იმყოფება. ადვოკატის თქმით, ჟურნალისტის გადაცემა აზერბაიჯანისთვის საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან იყო საერთაშორისო ნორმების დარღვევა და ისინი აუცილებლად შეიტანენ სარჩელს საქართველოს წინააღმდეგ. შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში გუშინ გაუჩინარდა. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაიევის და მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის თქმით, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აფგან მუხთარლი, ბაქოში მალულად გადაიყვანეს. ადვოკატის ცნობით, ჟურნალისტი საქართველოდან ნაცემ მდგომარეობაში გადაიყვანეს. ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)