|
2017-05-30 17:41:40, 2835 ნახვა
სამართალი კომენტარი
ანა დოლიძე: სასამართლო სხდომაზე დაირღვა სახალხო დამცველის კონსტიტუციური უფლება
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ,,ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებულ სასამართლო სხდომაზე სახალხო დამცველის არდაშვება სახალხო დამცველის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვად და დარღვევად შეაფასა. "სახალხო დამცველის კონსტიტუციური ვალდებულებაა, რომ დაიცვას მოქალაქეთა უფლებები, აქედან გამომდინარე მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი უფლებები. როცა სასამართლო სხდომაზე ირღვევა სახალხო დამცველის უფლება, ეს ძალიან სერიოზულ კითხვას აჩენს, კონკრეტულად ამ საქმესთან დაკავშირებით, ისევე, როგორც სასამართლო ხელისუფლების მუშაობის საჯაროობასთან და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ანა დოლიძემ. შეგახსენებთ, საქართველოს სახალხო დამცველი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. „ციანიდის საქმის“ პროცესზე დასწრების მიზნით იმყოფებოდა. საქმის განმხილველმა მოსამართლემ სახალხო დამცველს არ მისცა შესაძლებლობა, დასწრებოდა აღნიშნულ სხდომას. ნანუაშვილის თქმით, მოსამართლის არგუმენტი იყო, რომ საპროცესო კანონმდებლობა სახელდებით არ შეიცავს ნორმას დახურულ პროცესზე სახალხო დამცველის დასწრების შესახებ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)