|
2017-05-30 17:27:43, 1928 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძემ საქართველო-საბერძნეთის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
გენადი არველაძემ საქართველო-საბერძნეთის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის სხდომაში მიიღო მონაწილეობა 13 წლიანი პაუზის შემდეგ ათენში,საქართველო-საბერძნეთის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-3 სხდომა გაიმართა. სხდომას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გეორგიოს კატრუგალოსი უძღვებოდნენ. გადაწყვეტილება საქართველო-საბერძნეთის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომიტეტის მორიგი სხდომის ჩატარების თაობაზე 2017 წლის 28 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ათენში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიიღეს. საბერძნეთის დედაქალაქში ერთობლივი კომიტეტის სხდომა გადაწყვეტილებიდან ზუსტად ორ თვეში, უმოკლეს პერიოდშიგაიმართა. კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და საბერძნეთს შორის ეკონომიკური დიალოგის გააქტიურებასა და საქართველო-საბერძნეთის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომიტეტის ფუნქციონირების აღდგენის თაობაზე იმსჯელეს. კომიტეტის თავმჯდომარეებმა კომიტეტის წევრებს ინფორმაცია ორი ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ეკონომიკის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებსა და ორმხრივ ვაჭრობაში არსებულ მდგომარეობაზე მიაწოდეს. ამასთან, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა და მრეწველობა, ინვესტიციები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და რეგიონალური თანამშრომლობა, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, კულტურა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და სხვა. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ განხორციელებულ პროგრესს. საბერძნეთის მხარემ აღნიშნულ პროცესში საქართველოს მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა. სხდომის დასასრულს ხელი მოეწერა საქართველო-საბერძნეთის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-3 სხდომის ოქმს. საქართველოსა და საბერძნეთს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებისა და ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის საქმიანი თანამშრომლობის განვითარების მიზნით, 2017 წლის 7-8 ივნისს, ქ. თბილისში დაგეგმილია საქართველო-საბერძნეთის ბიზნეს-ფორუმის გამართვა. ფორუმის ფარგლებში ქართული და ბერძნული კომპანიების წარმომადგენლებს სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით პირისპირ მოლაპარაკებების გამართვის საშუალება მიეცემათ. საბერძნეთის ბიზნესდელეგაციას საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტერენს-ნიკოლაოს ქუიკი უხელმძღვანელებს. 2004 წელს გამართული სხდომის შემდეგ საქართველო-საბერძნეთის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის სხდომა პირველად გაიმართა. (NS)
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)