|
2015-04-16 13:25:32, 631 ნახვა
სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილმა და ვახტანგ გომელაურმა შსს-ს ტექნოლოგიური ინოვაციებისა და სწავლების ცენტრი გახსნეს
თბილისში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ–ტექნიკური დეპარტამენტის ტექნოლოგიური ინოვაციებისა და სწავლების ცენტრი გაიხსნა. ცენტრი შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნეს. როგორც ღარიბაშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა, დარწმუნებულია, რომ ახალი ცენტრი ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, წარმატებით განახორციელოს ქვეყანაში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის სტრატეგია, რომელსაც კოორდინაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო უწევს. „დღეს ჩვენს ქვეყანას უკვე აქვს შესაძლებლობა, აკონტროლოს ბირთვული და რადიოაქტიური მასალების გადაადგილება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კონტროლი ხორციელდება სახელმწიფო საზღვარზე. ჩვენ რეალური და ქმედითი ნაბიჯები გადავდგით საზღვრის დაცვის მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და მადლობა გადაუხადა ამერიკის ეროვნული ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს საშუალებას აძლევს, გახდეს რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის აქტიური მონაწილე.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)