|
2017-05-29 14:20:43, 821 ნახვა
რეგიონი
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 28 მაისს კახეთში, სიღნაღის რაიონში 1000 კმ2 საერთო ფართობის მქონე ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დაამუშავა, რისთვისაც 35 რაკეტა იქნა გასროლილი. როგორც „ექსპრესნიუსს“ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრიდან აცნობეს, საჰაერო სივრცეში საფრენი აპარატების გადაადგილების გამო დამუშავება მნიშვნელოვანი შეზღუდვების პირობებში მიმდინარეობდა. მათივე ინფორმაციით, მართვის ცენტრის მიერ, დღის მეორე ნახევრიდან, კახეთის რეგიონში სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებიდან 10 მ/წმ სიჩქარით შემომავალი ჩამოყალიბებული ფრონტალური ღრუბლის მასები დაფიქსირდა. „კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 30-40 მმ მდე იყო. სეტყვასაშიში ღრუბლების მასების დამუშავება მნიშნვნელოვანი შეზღუდვების პირობებში განხორციელდა. თუმცა ზემოქმედების შედეგად, რეგიონში შემოსული ჩამოყალიბებული სეტყვასაშიში ნალექის არსებულ მასშტაბებში შეკავება და შემდგომი გაძლიერების თავიდან არიდება მოხერხდა“, - აცხადებენ „დელტაში“.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)