|
2017-05-27 15:51:43, 1830 ნახვა
საზოგადოება
თბილისში დიასპორის ფორუმი „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ გაიხსნა
თბილისში დიასპორის ფორუმი „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მისმა უწმინდესობამ ილია მეორემ, საქართველოს პრემიერ -მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიმართეს. საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა ქართულ დიასპორასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე. მისი განცხადებით დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავება სახელმწიფოსგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, საზღვარგარეთ არსებული საქართველოს დიპლომატიური რესურსი კი პრობლემების ეფექტიანად და დროულად გადაჭრის საშუალებას იძლევა, სწორედ ამიტომ განხორციელდა რეფორმა, რომლის ფარგლებშიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ აიღო დიასპორასთან ურთიერთობის პასუხისმგებლობა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით სამინისტრო გააგრძელებს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაწყებულ ყველა პროექტს და ასევე განავითარებს და გააუმჯობესებს დიასპორასთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს. მისასალმებელ სიტყვაში მინისტრმა ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე, რაც სამინისტროში დიასპორის საკითხებზე მუშაობის ძირითად მიმართულებად განისაზღვრა, ეს გახლავთ დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია, დიასპორასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების კომუნიკაციის გაუმჯობესება „დიასპორასთან შეხვედრის საათების" სახით, საზღვარგარეთ არსებული ქართულენოვანი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ხელშეწყობა, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის საქმიანობის ეფექტურობის გზარდა, პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი" და „დიასპორული სტაჟირება" გაფართოება. „მსგავსი ფორუმის ჩატარება კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ჩვენ დიასპორის წარმომადგენლებთან, ჩვენს თანამემამულეებთან ერთად ვიმსჯელოთ და განვიხილოთ თუ რა პრიორიტეტები, რა პრობლემები და რა შესაძლებლობები არსებობს და დავგეგმოთ მომავალი წელი. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დიასპორა და დიასპორის პოლიტიკა გახდა ერთ-ერთი უმთავრესი და პრიორიტეტული საქართველოს მთავრობის საქმიანობაში, შესაბამისად მიდგომა ჩამოყალიბდა კომპლექსური და პირველად მოხდა პროგრამის შემუშავება. ეს პროგრამა ორიენტირებულია, რომ ჩვენი დიასპორა იყოს უფრო ძლიერი, ერთიანი და ჩვენს სამშობლოსთან უფრო მჭიდრო კავშირის მქონე და ამ მიზანს ემსახურება ყველა ის ამოცანა, რომელსაც დღეს ჩვენ წარვადგენთ", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. დიასპორის ფორუმი 2017 მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით მიმდინარეობს და მას მსოფლიოს 30 ქვეყნიდან, 100-ზე მეტი დიასპორის წარმომადგენელი ესწრება.
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
ქართული ოცნების პოლიტიკის გარდაუვალი შედეგია – თავისუფლების მოედანი გორში მომხდარზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)