|
2017-05-26 16:24:44, 1772 ნახვა
საზოგადოება
გახარია: ასეთ დღესასწაულებს ჩვენს ცხოვრებაში შემოაქვთ ის პოზიტიური ენერგია, რომელიც წარმატების საფუძველი უნდა გახდეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. „ასეთ დღესასწაულებს ჩვენს ცხოვრებაში შემოაქვთ ის პოზიტიური ენერგია, რომელიც წარმატების საფუძველი უნდა გახდეს“, – განაცხადა მინისტრმა. გიორგი გახარიამ მოადგილეებთან ერთად რუსთაველის გამზირზე 26 მაისისადმი მიძღვნილი სივრცეები, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს სამი ლოკაცია - „აწარმოე საქართველოში“ „სტარტაპ საქართველოს“ შოურუმი და ტექნოპარკის სივრცე დაათვალიერა. მინისტრი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ასევე სამხედრო წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო. „პირველ რიგში, საქართველოს თითოეულმოქალაქეს მინდა მივულოცო ეს დღესასწაული - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ყველა ჩვენგანისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე, რომელიც გვაერთიანებს მსოფლმხედველობისა და შეხედულებების მიუხედავად. ვეცადეთ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის მშენებლობაში რაღაც სახით არის ჩართული, ეს იქნება მიკრომეწარმე, ეს იქნება სტარტაპერი თუ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი, გაგვეერთიანებინა და სწორედ ისინი არიან დღეს ჩვენს ლოკაციებზე წარმოდგენილები.ეს ადამიანები არიან უზომოდ ამაყნი თავისი ქვეყნით, საქმიანობით და მინდა, პირველ რიგში, მათ მივულოცო ეს დღესასწაული. შედეგზე ორიენტირებული საერთო შრომა გაგვაერთიანებს და ვფიქრობ, რომ ასეთდღესასწაულებსჩვენს ცხოვრებაში შემოაქვთ ის პოზიტიური ენერგია, რომელიც წარმატების საფუძველი უნდა გახდეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად არის ჩართული 26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებებში როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაათვალიეროს სივრცე „აწარმოე საქართველოში,“ სადაც მოწყობილია სამეწარმეო მარკეტი. ამ სივრცეში საკუთარი პროდუქცია წარმოდგენილი აქვთ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის 18 ბენეფიციარს, საპარტნიორო ფონდის ბენეფიციარებს და რამდენიმე ათეულდამწყებ მეწარმეს. მნიშვნელოვანია, რომ „აწარმოე საქართველოში“ წარმოდგენილია „სტარტაპ მარკეტთან“ ერთად, რომელსაც უკვე დამკვიდრებული ბრენდის იმიჯი აქვს ახალგაზრდა მეწარმეებს შორის და, შესაბამისად, მათთვის ძალიან საინტერესოა. დამთვალიერებლებისთვის ასევე საკმაოდ საინტერესოა ტექნოპარკის სივრცე, სადაც მიმდინარეობს ტექნოპარკის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (ფაბლაბი) სტარტაპების მიერ დამზადებული ნივთების გამოფენა-გაყიდვა. თბილისში მიმდინარე ღონისძიებების პარალელურად, რუსთაველის თემაზესაინტერესო აქტივობები ხორციელდება თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში, სადაცჩამოსული სტუმრებისთვის ქართული კულტურის შესახებ საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს აეროპორტებში განსაკუთრებული სიურპრიზიც ხვდებათ ბრენდირებული ქართული ღვინის სახით. ამასთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ახალციხეშიმიმდინარეობს გამოფენა-გაყიდვა, ხოლო რაბათის ციხეში მსახიობების, სპეციალური დეკორაციებისა და წარმოდგენების საშუალებით რუსთაველის ეპოქა ცოცხლდება. ღონისძიებაში 50-მდე მსახიობი, ქართული ორთაბრძოლის ოსტატები და საჰაერო შოუს აკრობატები მონაწილეობენ. (NS)
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)