12:00 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-26 14:35:02, 994 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებულ ცხინვალს ახალი დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად დიმიტრი მედოევი დანიშნა, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, რუსეთის დიპლომატიური აკადემიის კურსდამთავრებული, 2002-2008 წლებში ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი და რუსეთის ფედერაციაში ე.წ. სპეციალური წარმომადგენელი იყო. 2008-2015 წლებში  მოსკოვში ცხინვალის  ე.წ. ელჩიც იყო.

2012 წელს დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა და კრემლის ფავორიტადაც სახელდებოდა. 

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ე.წ. პოსტზე დიმიტრი მედოევმა მურატ ჯიოევი შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ ანატოლი ბიბილოვმა დე-ფაქტო იუსტიციის მინისტრად ზალინა ლალიევა დანიშნა. მანამდე ე.წ. უწყებას მარინა ბესტაევა ხელმძღვანელობდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
ბულგარეთმა ევროვიზია 2026-ში გაიმარჯვა
მოსკოვის გარეუბნებში დრონების მასშტაბური შეტევის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics