|
2017-05-26 11:47:26, 709 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს დამოუკიდებლობის დღე ტელეხიდით მიულოცა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო მისიებში მყოფი ქართველი მშვიდობისმყოფელებისთვის მილოცვით დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან, ტელეხიდის საშუალებით, ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში დისლოცირებულ ქართულ ქვედანაყოფებს ჩაერთო და სამშობლოდან შორს მყოფ ჯარისკაცებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. „თქვენს მიერ აღებული პასუხისმგებლობა - ემსახუროთ თქვენს ქვეყანას, მათ შორის ყველაზე საპასუხისმგებლო მისიის ფარგლებში, მარტო თქვენი პასუხისმგებლობა არ არის. ეს ჩვენი, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობის გაზიარებაცაა. ჩვენს პროფესიონალიზმს, დიდ პასუხისმგებლობას მთელი მსოფლიო, თავისუფალი საზოგადოების სამყარო გრძნობს“, - მიმართა ქართველ მშვიდობისმყოფელებს თავდაცვის მინისტრმა, რომელიც მართვის ცენტრში პატარა ვაჟკაცთან ერთად მივიდა. „საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, სამხედროებმა ყველაზე უკეთ იციან დამოუკიდებლობის და თავისუფლების ფასი. ძალიან ბევრი ჯარისკაცი შეეწირა დამოუკიდებლობის მოპოვებასა და შენარჩუნებას. ამიტომ, თითოეული თქვენგანი, რომელიც საქართველოდან შორს თქვენს მოვალეობას ასრულებთ და ქვეყნის ინტერესს ატარებთ, საქართველოს საერთაშორისო არენაზე უფრო მეტად ხილვადს ხდის და საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის უფრო მეტ გარანტიებს აყალიბებს“, - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართველი სამხედროებისთვის სიტყვით მიმართვისას. ტელეხიდით ჩართვისას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები საერთაშორისო მისიებში მყოფი ქვედანაყოფების მეთაურებსაც გაესაუბრნენ და ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ამჟამად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანაში მონაწილეობენ. ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართული კონტინგენტი სამ ლოკაციაზეა დისლოცირებული. I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ ასრულებს. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი საერთაშორისო ოპერაციაში, აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მონაწილეობას. ქაბულში კი, I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეულია დისლოცირებული და მის მთავარ ამოცანას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში ქართველი მშვიდობისმყოფელები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში არიან დისლოცირებული. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცარ-ში სამხედრო-საწვრთნელ მისიაში - EUTM RCA, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში, ასრულებს. ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მალიში (EUTM Mali) საქართველო შეიარაღებული ძალები ერთი ოფიცრითაა წარმოდგენილი და სამეკავშირეო ოფიცრის პოზიციას იკავებს, რომლის ძირითადი მიმართულებებია ადგილზე მოქმედ მისიებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაციაა.
(NS)
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)