|
2017-05-25 13:15:40, 1681 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს დელეგაციამ ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სესიაში მონაწილეობა მიიღო
21-26 მაისს, პარიზში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციამ, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნოდარ კერესელიძის ხელმძღვანელობით, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) რიგით 85-ე გენერალურ სესიაში მიიღო მონაწილეობა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სესიის ფარგლებში, ნოდარ კერესელიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, მონიკა ელოიტს და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) რეგიონული ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსს, ფრანსოის საიას შეხვდა. ქართული დელეგაციის წევრების მიერ ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის და საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) ხელშეწყობის მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებასა და საკანონმდებლო დაახლოების პროცესზე. შეხვედრაზე ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოს აქტიურ ჩართულობას ორგანიზაციის საქმიანობაში. აღსანიშნავია, რომ ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) გადაწყვეტილებით, 2018 წელს დაგეგმილი ევროპის რეგიონული კომისიის რიგით 29 კომფერენცია საქართველოში გაიმართება, კონფერენციაში ორგანიზაციის გენერალური მდივანი მონიკა ელოიტიც მიიღებს მონაწილეობას. ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) გენერალური სესია ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას 180-მდე წევრი ქვეყნის დელეგატი იღებს მონაწილეობას. (NS)
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)