14:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 11:06:37, 2122 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: ვისაც ჰგონია, რომ ომბუდსმენი გუნდრუკს უნდა უკმევდეს ხელისუფლებას, ვიტყვი, რომ ის ამისთვის არ შექმნილა

„მათ გასაგონათ, ვისაც ჰგონია, რომ სახალხო დამცველი გუნდრუკს უნდა უკმევდეს ხელისუფლებას, ვიტყვი, რომ ომბუდსმენის სამსახური ამისთვის არ შექმნილა, -ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახალხო დამცველის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლას. 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ომბუდსმენის მოხსენება საინტერესო და ყურადსაღები იყო.

"იმ ადამიანებს, ვისაც მიაჩნია, რომ ომბუდსმენი გუნდრუკს უნდა უკმევდეს ხელისუფლებას, დაკავებული უნდა იყოს შედარებითი ანალიზით, ქადაგებდეს რამდენად კარგად არის ვითარება, იმ ადაიანების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ომბუდსმენის სამსახური ამისთვის არ არის შექმნილი. ამისთვის არსებობს ბევრი საინტერესო ინსტიტუტიც, საინტერესო პოლიტიკოსიც, რომელიც აღავლენს დიდებას ამა ქვეყნისათა სრულიად უფასოდ, მათ მივანდოთ ეს საქმე",-განაცხადა მარგველაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინული რაკეტები ამჟამად რუსეთის რეგიონების ნახევარზე მეტს აღწევენ
Bloomberg: რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ქონება წლის დასაწყისიდან 4.82 მილიარდი დოლარით გაიზარდა
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics