|
2017-05-24 15:07:53, 1690 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის კამპანია „ვკითხულობთ ტრანსპორტში“ გრძელდება
თბილისის მერიის კამპანია „ვკითხულობთ ტრანსპორტში“ გრძელდება. # 9, # 51, #61 და #87 ავტობუსებში, მგზავრებს, საჩუქრად, 6 სხვადასხვა გამომცემლობის 550 წიგნი გადაეცათ. მგზავრებს „ნეკერის“, „დიოგენეს“, „ინტელექტის“, „მერიდიანის“, „სეზანისა“ და „პალიტრა L”-ის შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ და ამ პოემის შესახებ გამოცემული წიგნები მერიისა და გამომცემლობების წარმომადგენლებმა გადასცეს. კამპანიის „ვკითხულობთ ტრანსპორტში“ ფარგლებში, რომლის მიზანიც წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა, მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს წიგნები საჩუქრად გადაეცემათ. დღევანდელიაქციით, დედაქალაქის მერია შეუერთდა ღონისძიებებს, რომლებიც, ლოზუნგით - „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“, მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება და შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს ეძღვნება. (NS)
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)