|
2017-05-24 12:38:11, 2426 ნახვა
სამართალი კომენტარი
ლაშა თორდიას განცხადებით, ვიდეო, რომელიც დღეს გავრცელდა, ირაკლი შოთაძის ტელეფონში ინახებოდა
„მე ვიცი, რომ ჰქონდა მას ეს ჩანაწერები მობილურში და ხალხს ანახებდა“,-ასე გამოეხმაურა მთავარი აუდიტორი ლაშა თორდია სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომასალას. როგორც თორდიამ აღნიშნა, მთავარმა პროკურორმა ვიდეოჩანაწერებით მანიპულირება დაიწყო. „ამ ვიდეოსთან დაკავშირებით და ზოგადად სხვა საკითხებთან დაკავშირებით, პირველივე დღეებში გაისმა მუქარა ოთარ ფარცხალაძის განცხადებაშივე და შემდგომ მისი ადვოკატების მხრიდანაც. ეს მუქარა აღუსრულა მას ირაკლი შოთაძემ. ნათელია უკვე, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა ჩართულია იმისათვის, რომ ოთარ ფარცხალაძე გამოიყვანონ ამ მდგომარეობიდან. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე მიშა ჩოხელსაც ვიხილავთ თავგახეთქილს იმიტომ რომ თქვას, რომ მე მას თავი გავუტეხე. ასეთ ფორმატში იქნება სულ ურთიერთობა. ძალიან ნათელია ჩემთვის სურათი, მაგრამ მე პირდაპირ ვეუბნები ირაკლი შოთაძეს, რომ მას ეს დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა, ჩაიდინა პირდაპირ, ვოდეოჩანაწერებით მანიპულირება დაიწყო, ნამდვილად არ შერჩება ასე მარტივად. მე ვიცი, რომ მას ჰქონდა ეს მობილურში ეს ჩანაწერები და ანახებდა ხალხს. როდესაც ეს მუქარა გაისმა მე ვთქვი, რომ არ მეშინია არანაირი კადრების გავრცელების და მათ ეს აღასრულეს“,-განაცხადა ლაშა თორდიამ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)