|
2015-04-15 15:21:24, 712 ნახვა
საზოგადოება
კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა დაამონტაჟეს
კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა დაამონტაჟეს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა სიღნაღში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, მოწყობილობები გერმანულმა კომპანიამ დაამონტაჟა და ის კახეთის მთელს რეგიონს მოიცავს. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის 14 მილიონი ლარი გამოიყო. „ეს საქართველოში უპრეცედენტოა, მანამდე არ ყოფილა ასეთი სისტემა. ადრე მოძველებული სისტემა არსებობდა, მაგრამ ეს არის თანამედროვე ტექნოლოგია. ჩვენ პროექტში ჩართული გვყავდა გერმანული კომპანია და გერმანელი კონსულტანტები, რომლებმაც ეს მოწყობილობები დამონტაჟეს. მთელ კახეთის რეგიონს დავფარავთ . 83 პუნქტი იქნება რომელიც მთელი კახეთის რეგიონს მოიცავს. ეს პროექტი ჩემთვის და ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,– აღნიშნა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)