08:00 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-15 15:20:24, 484 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: თუ ინტერპოლს რაიმე ახალი პოლიტიკა აქვს, ეს მათი გადაწყვეტილებაა

იუსტიციის ყოფილი მინისტრის,  ზურაბ ადეიშვილის, ინტერპოლით ძებნის შეწყვეტასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა.

პრემიერის თქმით, შესაძლოა, ინტერპოლს აქვს ახალი პოლიტიკა,  რაც მისთვის  უცნობია. ღარიბაშვილის განმარტებით, პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ როგორც ზურაბ ადეიშვილის, ისე სხვების საქმე  ბოლომდე მისულიყო.

"თუ ინტერპოლს აქვს რაიმე ახალი პოლიტიკა, ეს მათი გადაწყვეტილებაა, ამ შემთხვევაში  საქართველოს მთავრობის მეთაურის პოზიცია რა უნდა იყოს, რატომ უდნა იყოს საინტერესო? ჩვენმა მთავრობამ რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გააკეთა.ადეიშვილიც მივეცით პასუხისგებაში, იყო ძებნაში და რჩება ძებნაში,და ყველა ის დამნაშავე, რომლებმაც წლების განმავლობაში შექმნეს დანაშაულებრივი სისტემა.ის რომ ყოფილიყო არასაკმარისი და არააარგუმენტირებული, ინტერპოლი რა თქმა უნდა, არ დასვამდა ადეიშვილს წითელ ცირკულარზე.შეკითხვა-ხომ არ იყო ნაკლებად არგუმენტირებული, რა თქმა უნდა,  არა.იმიტომ, რომ თავის დროზე ინტერპოლმა გაიზიარა ყველა ის მასალა, რომელიც გადაუგზავნა პროკურატურამ და ამის საფუძველზე დასვეს წითელ ცირკულარზე",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics