12:39 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 11:47:11, 1967 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი თურქ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  თურქ კოლეგა  ბინალი ილდირიმს პირისპირ შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბრის თემები ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები იყო. 

აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთთან მეგობრული ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებას და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე მიუთითებს საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფორმატიც, რომლის მეორე სხდომა დღეს გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სამართლებრივ ბაზას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.

საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თანამშრომლობას სამმხრივ ფორმატში, რაც ხელს უწყობს პოლიტიკური დიალოგისა და სხვადასხვა სფეროში შედეგიანი თანამშრომლობის გაღრმავებას. 

ხაზი გაესვა მჭიდრო თანამშრომლობას ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის რეალიზაციის კუთხით, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონია უახლოეს მომავალში გაიმართება. 

ყურადღება დაეთმო ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, ასევე - თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელიც წარმატებული პლატფორმაა ტრანსპორტის, ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივების განსახილველად.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
თბილისი შეაფასებს ქალაქის მცხეთასთან,რუსთავისთან და აეროპორტთან რკინიგზით დაკავშირების შესაძლებლობას
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics