11:12 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 11:16:11, 2078 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრს ხვდება

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრს, ბიულენთ თუფენქჯის ხვდება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილება თანამშრომლობის სფეროები და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები, მათ შორის საუბარი შეეხება ორი ქვეყნისთვის სტრატეგიულად ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორებიცაა: საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის გააქტიურება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება, ტურისტული და სატრანსპორტო ნაკადის ზრდის ხელშეწყობა, ზემოაღნიშნული მიმართულებებით ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციების მიერ ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება.

შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში  მიმდინარეობს. დელეგაციას  თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ხელმძღვანელობს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics