|
2017-05-22 13:07:54, 5119 ნახვა
საზოგადოება კულტურა სხვადასხვა
27 მაისს აქცია - „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 27 მაისს, აქცია - „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა. აღნიშნული აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი, ყველა მსურველს და დაინტერესებულ პირს უფასოდ მოემსახურება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი მუზეუმები თბილისისა და რეგიონის მასშტაბით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მუზეუმების გაერთიანების 3 მუზეუმი, რეგიონული მუნიციპალიტეტის მუზეუმები, 2 უწყებრივი მუზეუმი - ქართული სპორტის მუზეუმი, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მუზეუმი და კერძო - ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. ვიზიტორებისთვის მუზეუმები ღამის 01:00 საათამდე იქნება ღია. ისინი თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება. მანამდე კი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, თბილისის სხვადასხვა უბანს სლოგანით „მოდი ღამე მუზეუმში“ მოხატავენ და მოსახლეობას მუზეუმებში მისვლისკენ მოუწოდებენ. ცნობისთვის, აქციას „ღამე მუზეუმში“ - 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში რეგულარულად ტარდება. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა. აქციის „ღამე მუზეუმში“ ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა. განრიგი იხილეთ აღნიშნულ ბმულებზე: http://culture.gov.ge/getattachment/News/%E2%80%8B-game-muzeumshi%E2%80%9D/Modi-Game-Museumshi-2017_TBILISI_GEO-(1).pdf.aspx
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)