|
2017-05-22 12:27:30, 1595 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ევროკავშირის პროექტის პრეზენტაციაში მონაწილეობს
იუსტიციის მინისტრის მოადგილე პროექტის − „ევროკავშირის საქმიანობა ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ" − პრეზენტაციაში მონაწილეობს. სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე ბარამიძე ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, ნარკომანიასთან ბრძოლის დაბალანსებული სტრატეგიის შემუშავება, ეფექტიანი იმპლემენტაცია და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაძლიერება გათვალისწინებული იყო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით, რომლის მოთხოვნებიც საქართველომ სრულად დააკმაყოფილა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების დაცვისა და პატივისცემის მნიშვნელობას ნარკომანიასთან ბრძოლის პროცესში და აღნიშნა, რომ ნარკომანიასთან ბრძოლის სტრატეგია და 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმა სწორედ ამ მიდგომას ეფუძნება. ალექსანდრე ბარამიძემ ისაუბრა, აგრეთვე, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე, რომელიც გამორიცხავს მარიხუანისა და მცენარე კანაფის მოხმარებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას და ამცირებს ჯარიმის ოდენობას. მინისტრის მოადგილემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნის საკითხზე. მისი თქმით, უკვე შემუშავდა ცენტრის დებულების პროექტი, სტრუქტურა და ცენტრის წევრთა არჩევის წესი, რომელიც სამუშაო ჯგუფის სხდომაზე უახლოეს მომავალში განიხილება. პროექტი „ევროკავშირის საქმიანობა ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ" ოთხწლიანია და მისი ბიუჯეტი 12 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტი მოიცავს სამართალდამცავ ორგანოთა გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომპონენტებს. პროგრამის ეფექტიანი განხორციელებისათვის ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში შეიქმნება ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ევროკავშირის კონტრაქტორ ორგანიზაციასა და საბჭოს წევრი უწყებების თანამშრომლობას. პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ქვეყანაში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო მისიების ხელმძღვანელები.
(NS)
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)