|
2017-05-21 13:03:47, 2172 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში პირველი VIP-სამორინე „ამბასადორის“ გრანდიოზული გახსნა გაიმართა (ფოტო)
სასტუმრო „ამბასადორში“ საქართველოში პირველი VIP-სამორინეს გრანდიოზული გახსნა გაიმართა. მიღება სასტუმროში 18:00 საათზე, ქართული ფოლკლორული კვინტეტის „ურმულის“ კონცერტით დაიწყო. სასტუმრო „ამბასადორში“ სტუმრებისთვის დახვეწილი ფურშეტი მოეწყო. კაზინო „ამბასადორის“ გრანდიოზულ გახსნას უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ, მათ შორის თბილისის მერი დავით ნარმანია. გრანდიოზულ გახსნასთან დაკავშირებით სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ კლასიკური მუსიკის კონცერტს დასწრებოდნენ. საზეიმო კონცერტი სპეციალურად მიწვეულმა საერთაშორისო რანგის მუსიკოსმა მარიო სტეფანო მიეტროდარკიმ, მუსიკალურ დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველთან და ქართველ პიანისტ ვაკო შიუკაშვილთან ერთად ჩაატარა. 00:00 საათზე კაზინო „ამბასადორის“ ხელმძღვანელობამ სადღესასწაულო ტორტი გაჭრა. კაზინოს სრული აღჭურვილობა, სლოტ-აპარატები და მაგიდები მილანში, ლიდერი მწარმოებელი კომპანია „აბიატის“ მიერაა დამზადებული. „ამბასადორში“ ვიზიტორებისთვის ყველა სახეობის პოკერი, Black Jack-ი და ბაკკარაა წარმოდგენილი. ასევე სამორინეში საქართველოში ყველაზე თანამედროვე სლოტ-აპარატებია დამონტაჟებული. კაზინო კვირაში 7 დღე - 24 საათის განმავლობაში კლიენტებს მოემსახურება. კაზინო „ამბასადორი“ Gaming-ის საერთაშორისო სტანდარტებს იცავს. სამორინე გათამაშებების სერიას იწყებს, როგორც სლოტ, ასევე მაგიდების მოთამაშეებისთვის. კაზინოს მომხმარებლებს ეძლევათ შანსი ფულადი პრიზები და ავტომობილი Maserati მოიგონ. კაზინო „ამბასადორი“ ერთ-ერთი წამყვანი სამორინეა მთელ მსოფლიოში. მისი ფილიალები დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამერიკაში, მონაკოში, ჩეხეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
(NS)
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)