|
2017-05-19 17:45:33, 1430 ნახვა
საზოგადოება
ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისათვის საქართველოს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა კაჭრეთში, სასტუმროში „ამბასადორი“, საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის მეორე ეტაპის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებული სტრატეგიული კომუნიკაციის რეგიონული სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ. სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შედეგად გაჩენილ შესაძლებლობებსა და მის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენი უწყების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია თითოეულ თანამოქალაქემდე მივიტანოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ევროკავშირთან, ნატოსთან. საერთოდ ამ ღირებულებების თაობაზე და იმ სიკთეების, რომელიც შეიძლება ამ პროცესმა მოგვიტანოს. ჩვენ რუსულ პროპაგანდას, რუსულ ფულს, რუსულ თემას, რომლითაც ისინი იბრძვიან ინტეგრაციული პროცესების წინააღმდეგ, ვუპირისპირდებით სწორედ ცნობიერების ამაღლებით და არა ანტი-პროპაგანდით“, -განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის დაწყებამდე. შეხვედრაზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარე საკითხები განიხილეს, მათ შორის, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის მიმდინარეობა და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებები და მოვალეობები. ასევე, სახელმწიფო უწყებების შესაბამისმა დარგობრივმა ექსპერტებმა მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ნატოს საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის მნიშვნელობისა და მიღებული გამოცდილების, საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამისა (ENPARD) და მისი პრაქტიკული შედეგების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის კოორდინაციას ახორციელებს. ამჟამად, კამპანიის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფებისათვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდებაა. (NS)
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)