|
2017-05-19 14:22:22, 1552 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზამ“ Lean Six Sigma-ს მეთოდოლოგიის დანერგვის პროექტში მონაწილე თანამშრომლებს სერტიფიკატები გადასცა
"საქართველოს რკინიგზამ" Lean Six Sigma-ს მეთოდოლოგიის დანერგვის ფარგლებში, პროექტების განმახორციელებელ საინჟინრო პერსონალს სერტიფიკატები გადასცა. "საქართველოს რკინიგზაში" Lean Six Sigma მეთოდოლოგიის დანერგვის მიზანი, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენების გზით, საწარმოო პროცესების გაუმჯობესებაა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზაში საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის მიერ თანამშრომლების სათანადოდ მომზადება მოხდა. მომზადების პროცესის ძირითადი შემადგენელი ნაწილი, თეორიულ ნაწილთან ერთად, კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა იყო, რასაც პროექტების სახე მიეცა. ამჟამად კომპანიაში პროექტების იმპლემენტაცია მიმდინარეობს და ამ დროისთვის ცალკეულმა პროექტებმა საქართველოს რკინიგზას უკვე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი მისცა. "საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, კოკა გუნცაძის თქმით, რკინიგზის ახალი ხედვა მის გლობალურ სატრანსპორტო ლოჯისტიკურ ქსელში ინტეგრაციას გულისხმობს. "ეს გვავალდებულებს მოდერნიზაციას ყველა მიმართულებით, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის არამედ უპირველეს ყოვლისა კომპანიის მართვის სისტემის თვალსაზრისით. Lean Six Sigma-ს დანერგვა ემსახურება მართვის სისტემის მოდერნიზაციას, საოპერაციო ხარჯების და დროის დაზოგვას, დეფექტების და საწარმოო ხარვეზების იდენტიფიკაციას საწარმოო პროცესში და რაც მთავარია ხარისხის მართვის მაღალი სტანდარტების დანერგვას. მოდერნიზაცია არის ჩვენი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი და ჩვენ ვივლით იმ გზით, რომ რკინიგზა თანამედროვე კომპანიად გადაიქცეს", - განაცხადა კოკა გუნცაძემ. რაც შეეხება განხორციელებულ პროექტებს, Lean Six Sigma-ს პროექტის ხელმძღვანელის მაქსიმ კარენიუგინის თქმით, ისინი სამომავლოდ გაგრძელდება. "დღეს ძალიან მნიშვნელოვანია დღეა, რადგან როგორც ხედავთ გვყავდა 27 ადამიანი, რომლებმაც დღეს "მწვანე ქამრების" სერტიფიკატი მიიღეს. ამ ადამიანებმა განახორციელეს ის ცვლილებები, რომლებიც "საქართველოს რკინიგზას" საბაზრო სეგმენტზე უფრო კონკურენტუნარიანს და ეკონომიკურად ძლიერს გახდის. აღსანიშნავია, რომ პროექტები გაგრძელდება. ჩვენ როგორც კონსულტანტებმა მათთან მუშაობა დავასრულეთ და ისინი დამოუკიდებლად გააგრძელებენ პროექტების განხორციელებას, გააუმჯობესებენ ეკონომიკურ მდგომარეობას მთელ კომპანიაში ყველა მიმართულებით", - აღნიშნა მაქსიმ კარინიუგინიმ. სერთიფიკატები გადაეცათ: ნათია სვანიძეს, თამაზ ნოზაძეს, კონსტანტინე ღონღაძეს, მირიან გოგიაშვილს, გოჩა გაბიანს, ნუგზარ შარაბიძეს, გურამ ფერხულს, ლაშა ლეკიშვილს, ირაკლი ბერიძეს, დავით ასიეშვილს, მამუკა მინდილაიას, დავით ცერცვაძეს, ლევან ციბირაშვილს, მიხეილ მარსაგიშვილს, ბესიკ გუჯაბიძეს, ნიკოლოზ ზუმბაძეს, ლევან კობერიძეს, გიორგი ჯალაბაძეს, გიორგი ლაცაბიძეს, პაატა ქალიაშვილს, დავით გრაკალიშვილს, ალექსანდრე ესებუას, შალვა ბეროზაშვილს, იოსებ მონიავას, მიხეილ გრიგორაშვილს, ალექსი გონგლაძეს და გია გოგოლაძეს.
®
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)