|
2015-04-14 21:21:03, 433 ნახვა
საზოგადოება
თბილისის სააპელაციომ „RMG Gold“–ის საჩივარი არ დააკმაყოფილა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ კომპანია „RMG Gold“–ის საჩივარი, გათავისუფლებული თანამშრომლის წინააღმდეგ, არ დააკმაყოფილა. მოსამართლე ხათუნა არევაძემ პირველი ინსტანციის ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც „RMG Gold“–ს დაევალა დალი მამულაშვილს, რომელიც სამსახურიდან 2013 წლის 30 იანვარს გაათავისუფლეს, განაცდური აუნაზღაუროს და სამსახურში აღადგინოს. როგორც დალი მამულაშვილმა „ექსპრენიუსს“ განუცხადა, ის იმ 200 კაცს შორის იყო, რომლებიც 2013 წლის 30 იანვარს კომპანია RMG Gold–დან გაათავისუფლეს. „მას შემდეგ სახლში ვზივარ. მაშინ პროფკავშირი იყო ჩართული. იყო მედიაცია. არანაირი გადაწყვეტილება მათ არ მიუღიათ. მე იმ მედიაციაზე ბოლო შეთანხმებაზე ხელი არ მომიწერია. მათი იმედი არ მქონდა. ყველა შეხვედრაზე დავდიოდი და ვიცოდი საქმე საით მიჰყავდათ. მე პროფკავშირის წევრი არ ვიყავი, ამიტომ ვარჩიე ცალკე, ინდივიდუალურად სასამართლოში შემეტანა საჩივარი, რადგან სასამართლოს იმედი მქონდა. არანაირი არგუმენტები არ ჰქონდათ ჩემი გათავისუფლების და ასევე იმ დანარჩენის ხალხის, რადგან 25 დეკემბერს ჩვენ ხელი მოგვაწერინეს უვადო შრომით ხელშეკრულებაზე, 30 იანვარს გაგვათავისუფლეს, ეს ხომ უკანონო და უსაფუძვლო გათავისუფლება იყო?! „არ ემ ჯი“ თუ მესამე ინსტანციაში არ გაასაჩივრებს, ალბათ დამაბრუნებენ“, – აღნიშნა დალი მამულაშვილმა. ცნობისთვის, კომპანია RMG Gold–მა 2013 წელს 200–მდე თანამშრომელი გაათავისუფლა. „არ ემ ჯი“–მ გათავისუფლების მიზეზად კომპანიაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)