|
2018-11-16 18:50:25, 2437 ნახვა
სამართალი
შსს-ს სასაზღვრო პოლიცია აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში სასწავლებლად ახალგაზრდებს გააგზავნის
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემიაში სასწავლებლად წარსაგზავნი კანდიდატების შერჩევა დაიწყო. აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემია საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 2019-2023 სასწავლო წლისათვის, ოთხწლიანი ინტენსიური საბაკალავრო პროგრამისთვის კანდიდატების შერჩევას სთავაზობს. აშშ-ში კურსანტების სწავლას აშშ-ის მთავრობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია დააფინანსებენ. ხელშეკრულების თანახმად, აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის კურსდამთავრებულები, სულ მცირე, 6 წლის განმავლობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში იმსახურებენ. ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემია კანდიდატებს სწავლების 8 ძირითად მიმართულებას სთავაზობს, მათ შორის: სამოქალაქო ინჟინერია, ელექტროინჟინერია, საზღვაო ფლოტის არქიტექტურა და ინჟინერია, ოპერაციების კვლევა, საზღვაო და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მეცნიერებები, სახელმწიფო მართვა, სამანქანო ინჟინერია. აკადემიური პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს ნავიგაციისა და კანონაღსრულების საკითხების თეორიულ სწავლებას.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)