|
2017-05-18 15:31:30, 2445 ნახვა
ეკონომიკა საზოგადოება
სოფელ გამარჯვებაში სამაცივრე მეურნეობა მოეწყობა
„აწარმოე საქართველოში“ სამთავრობო პროგრამის ფარგლებში შპს „საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია“ სოფელ გამარჯვებაში სამაცივრე მეურნეობას მოაწყობს. პროგრამა ფერმერებს მთელი წლის განმავლობაში სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის ტემპერატურის, ტენიანობის და ვარგისიანობის ვადების დაცვით საშუალებას მისცემს შეინახონ საკუთარი პროდუქცია. სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში „საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიას“ სოფელ გამარჯვებაში მდებარე 5 025 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა. სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად კომპანია 140 700 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. მათი ინფორმაციით, ახალი საწარმო წლიურად 200 000 ტონა პროდუქციას მიიღებს და გაატარებს. გარდაბანში ასეთი სახის მომსახურება ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბაზარზე ქართული პროდუქციის წარმოებისა და ხარისხის გაზრდას. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)