|
2017-05-18 12:42:18, 1820 ნახვა
კომენტარი
ჯეჯელავა: ზალბერის ქმედება მიუღებელია და ნაბიჯები ძალიან მკაცრი იქნება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელზე, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში, ჰერბერტ ზალბერზე საუბარი არ ყოფილა. თუმცა, ჯეჯელავას შეფასებით, ზალბერის ქმედება მიუღებელია და ნაბიჯები ძალიან მკაცრი იქნება. „ცალსახად, აბსოლუტურად მიუღებელია ეს ქმედება და ნაბიჯები იქნება ძალიან მკაცრი. კონკრეტულად მისი გაწვევა იქნება თუ არა, ამ გადაწყვეტილებას საქართველოს საგარეო უწყება მიიღებს“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. შეგახსენებთ, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერმა ანატოლი ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)