|
2017-05-18 11:39:47, 667 ნახვა
რეგიონი
აჭარაში, სოციალურ სახლებში ბინებს კომპენსირებული ეკომიგრანტებიც მიიღებენ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის N-14 დადგენილებით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების თანახმად სოციალურ სახლებში ფართებს ის ეკომიგრანტი ოჯახებიც მიიღებენ, რომელთაც გასულ წლებში სახელმწიფოსგან მიღებული აქვთ ერთჯერადი ფინანსური დახმარება. „კერძოდ: 5 000 ლარი ან ნაკლები, მაგრამ თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტისთვის. 5 000 ლარიდან 7 000 ლარის ჩათვლით, კომპენსირებული ოჯახი რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში 0-დან 200 000-მდე სარეიტინგო ქულით. სტიქიით დაზარალებული ოჯახები ღებულობდნენ ერთჯერად მატერიალურ დახმარებებს, რომლის დროს არ იყო გამოკვეთილი დაზარალებულის ვალდებულება და არ ხდებოდა ხარჯვის მიზნობრივობის უზრუნველყოფა. მოსახლეობა ნაკლებად იყო ინფორმირებული დაზიანებული შენობების ადგილზე გამაგრების არაეფექტურობაზე. შედეგად, ათობით ოჯახი, რომლებსაც გასულ წლებში მიღებული აქვთ ადგილმონაცვლეობისათვის არასაკმარისი ფინანსური დახმარება, დღემდე რჩება სტიქიურად საშიშ ზონაში. აღნიშნული ცვლილებით ეფექტურად გადაწყდება ზემომითითებული კატეგორიის ოჯახთა გრძელვადიანი დაკმაყოფილების საკითხი. აღნიშნული ცვლილება არ შეეხება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის - ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ ფარგლებში გათვალისწინებულ თანადაფინანსებას“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)