|
2017-05-18 10:27:00, 2335 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: “ერთი სარტყელი - ერთი გზის" ცენტრალური სატრანსპორტო დერეფანი უმოკლესია
„ერთი სარტყელი - ერთი გზის" ცენტრალური კორიდორის მთავარი უპირატესობებია: კონკურენტული ფასი, ტრანსპორტირების ყველაზე მოკლე დრო და უსაფრთხოება“,-ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ვიცე-პრემიერ ვანგ იანგთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა საქართველო დაასახელა ე.წ. ცენტრალური ან შუა სატრანსპორტო კორიდორში, რასაც განვითარება ესაჭიროება. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, უახლოესი 4 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა მილიარდობით დოლარის დახარჯვას გეგმავს ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზების პროექტი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. შეხვედრაზე ცენტრალური ჩინეთის პროვინციებიდან საკონტეინერო სახმელეთო გადაზიდვებისთვის, ახალი აბრეშუმის გზის ცენტრალური სატრანსპორტო დერეფნის გამოყენების შესაძლებლობის საკითხი დაისვა. ითქვა, რომ ამ მიმართულებით ჩინეთიდან ევროპაში შესაძლებელია ტვირთის 12 – 14 დღეში გადატანა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ 2017 წელს ჩინეთის ჯანგსუს პროვინციიდან საქართველოს რკინიგზას 30 საკონტეინერო შემადგენლობა გაივლის. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)