|
2017-05-17 16:38:39, 2160 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ კერესელიძე ინდონეზიის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე სპიკერს, ფადლი ზონს შეხვდა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე ინდონეზიის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე სპიკერს, ფადლი ზონს შეხვდა. შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში შედგა, სადაც საქართველოსა და ინდონეზიას შორის სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტ-იმპორტის გააქტიურების მნიშვნელობას. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიმართულებით, განხორციელებულ ღონისძიებებზე და სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა. ნოდარ კერესელიძემ ყურადღება ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდაზე და მის საექსპორტო პოტენციალზე გაამახვილა. როგორც შეხვედრაზე ინდონეზიის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე სპიკერმა, ფადლი ზონმა აღნიშნა, ინდონეზია საქართველოდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, კერძოდ, თხილისა და კაკლოვანი კულტურების, მინერალური წყლებისა და უალკოჰოლო სასმელების, ხილისა და ბოსტნეულის წვენების, ასევე მინერალური და ორგანული სასუქების იმპორტით არის დაინტერესებული. საუბარი, ასევე, შეეხო ინდონეზიიდან საქართველოში ყავისა და ტროპიკული ხილის იმპორტის შესაძლებლობებს. შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოში ორგანული და ბიო ჩაის წარმოების დიდი პოტენციალი არსებობს. ინდონეზიას კი ჩაის წარმოების დიდი გამოცდილება აქვს. შესაბამისად, ამ მიმართულებით თანამშრომლობა ორივე მხარისთვის შედეგიანი იქნება. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)