|
2017-05-16 17:50:07, 1570 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძემ ბათუმის მერიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქ ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან და მერიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი და მთავრობის აპარატის უფროსი გოჩა ჯაში. შეხვედრის მიზანი იყო ტურისტული სეზონის წინ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ინფრომაციის მიღება და პრობლემური საკითხების განხილვა. ზურაბ პატარაძის თქმით, მოახლოებულია ტურისტული სეზონი და საჭიროა მაქსიმალური ძალისხმევის მიმართვა საგზაო ინფრასტრუქტურისმოწესრიგებისაკენ. „რა თქმა უნდა ჭაობის დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქვთ ვადები, რომლებიც მომავალ სეზონამდე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას არ ითვალისწინებს, თუმცა ჩვენი მიზანი უნდა იყოს, მაქსიმალურად ვეცადოთ ტურისტული სეზონის დაწყებამდე მიმდინარე სამუშაოებს მიეცეს ესთეტიური და მოწესრიგებული იერ-სახე, განსაკუთრებით ქალაქისათვის იმ არტერიული დატვირთვის ქუჩებზე, სადაც ტრანსპორტის გადაადგილება ინტენსიურია" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა მთავრობის თავმჯდომარეს საკანალიზაციო-სანიაღვრე სისტემების მოწყობისა და გზების რეაბილიტაციისგეგმა გააცნო. მისი თქმით, პუშკინის და თავდადებულის ქუჩებზე დარჩენილია მცირე მონაკვეთი, მოკლე ვადებში დასრულდება ასევე ლერმონტოვისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში მიმდინარე საკანალიზაციო-სანიაღვრე სამუშაოები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის გზების კეთილმოწყობას და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამუშაოების ინტენსიურ რეჟიმზე გადასვლასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხზეც გაამახვილა. მისი თქმით, მსგავსი სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. (NS)
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)