|
2017-05-16 12:16:12, 2289 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო საერთაშორისო სამშენებლო გამოფენას „Caucasus Build“ მასპინძლობს
საქართველო საერთაშორისო სამშენებლო გამოფენას „Caucasus Build” ექსპო ჯორჯიას 16-დან 19 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სამშენებლო გამოფენა კავკასიის რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი და წამყვან ინდუსტრიული ღონისძიებაა. ინდუსტრიულ გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები: ბაზალტის მწარმოებელი შპს „რება“, “მეგადორისის“ ბრენდის სახელით ცნობილი რკინისა და ხის მწარმოებელი შპს „ოცნება“ და ლამინირებული და დეკორატიულ მინის, მინის აბაზანების და ნიჟარების მწარმოებელი შპს „Glass Work”-ი წარადგენენ. შპს „რება“ და შპს „ოცნება“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ინფრასტრუქტურული და ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტით სარგებლობენ. სამივე კომპანიას 100-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ინდუსტრიული ღონისძიება საუკეთესო ადგილია პროვაიდერებისათვის, რომლებიც სამშენებლო მასალების, ტექნიკის და ტექნოლოგიების სერვისებზე მუშაობენ. გამოფენაზე საქართველოსა და კავკასიის სამშენებლო კომპანიებს, დეველოპერებს, არქიტექტორებს და დაინტერესებულ პირებს, საშუალება ეძლევათ გაცვალონ ღირებული ინფორმაცია და დაგეგმონ სამომავლო ბიზნესურთიერთობები. რეგიონში არსებული მზარდი ინვესტიციების გათვალისწინებით, Caucasus Build 2017 იდეალური ადგილია გლობალური სამშენებლო ინდუსტრიის პროფესიონალებისა და წამყვანი წარმომადგენლებისათვის, რათა მათ წარმოადგინონ და დაინტერესებულ ორგანიზაციებს გააცნონ, მათი უახლესი პროდუქცია და სერვისები.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)