10:32 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 12:11:29, 1509 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ახმეტაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან, კოტე ხუცაიძესთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „სოფლის სახლი“ მეპაიეებს შეხვდა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტში ეკონომიკური აქტივობა გაიზარდოს. რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამა სწორედ ეკონომიკური აქტივობის ზრდის ხელშეწყობისთვის შეიქმნა. სახელმწიფოს დახმარებით და საკუთარი ძალისხმევით, ეს კოოპერატივი ნამდვილად შეძლებს კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას და ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, აღნიშნულ კოოპერატივს რძის მიმღებ-გადამამუშავებელი დანადგარი, ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცა.

კოოპერატივმა სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესაბამისი შენობის აშენება უზრუნველყო, სადაც პროგრამის ფარგლებში გადაცემული აღჭურვილობა განთავსდა და  რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მოეწყო.

შეგახსენებთ, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „სოფლის სახლი“ 2016 შეიქმნა  და მასში 13  მეპაიეა გაერთიანებული, რომელთა საკუთრებაში არსებული ფურების რაოდენობა 314 სულს შეადგენს.

კოოპერატივი წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია  30 მაისამდე  გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე  www.acda.gov.ge.

(NS)

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics