|
2015-04-14 15:08:50, 420 ნახვა
საზოგადოება
საქართველო და კორეა გარემოს დაცვის სფეროში ითანამშრომლებენ
წყლის მეშვიდე საერთაშორისო ფორუმზე საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობას საფუძველი ჩაეყარა. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და კორეის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრმა იუნ სონგკიუმმა ხელი მოაწერეს გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იუნ სონგკიუმმა გამოთქვა მზაობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, კორეის რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით უზრუნველყოს გარემოს დაცვის მართვის საკითხებში სამინისტროს მოხელეების გადამზადება. მემორანდუმის მომზადებისა და ხელმოწერის პროცესი კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მონაწილეობითა და მხარდაჭერით გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)