|
2017-05-15 17:46:52, 1688 ნახვა
საზოგადოება
ავიაკომპანიები „Anda Air“ და „Aegean Airlines“ საქართველოს მიმართულებით ფრენებს იწყებენ
საქართველოს მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია - „ANDA Air“-ი ზაფხულიდან დაიწყებს. უკრაინული ავიაკომპანია ფრენებს კიევი-ბათუმი-კიევისა და კრივოი როგი-ბათუმი-კრივოი როგის მიმართულებით შესრულდებს. ავიაკომპანია „ANDA Air“-ი, MD 83-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით ფრენებს, კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით 3 ივნისიდან 30 აგვისტომდე კვირაში 2 სიხშირით ოთხშაბათობით და შაბათობით განახორციელებს, ხოლო კრივოი როგი-ბათუმი-კრივოი როგის მიმართულებით 21 ივნისიდან 30 აგვისტომდე კვირაში 1-სიხშირით ოთხშაბათობით იფრენს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკრაინულ ავიაკომპანიას შესაბამისი ფრენის ნებართვა 15 მაისს მიანიჭა. ასევე, ჰერაკლიონი-თბილისი-ჰერაკლიონის მიმართულებით ოპერირებას კიდევ ერთი ბერძნული ავიაკომპანია იწყებს ბერძნული ავიაკომპანია „Aegean Airlines“ (ეგეოსის ავიახაზები), რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს, ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან ათენსა და თბილისს შორის რეგულარულ რეისებს ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას ამატებს. ავიაკომპანია მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს, ჰერაკლიონი-თბილისი-ჰერაკლიონის (კუნძული კრეტა) მიმართულებით შესრულდებს. ფრენები 14 ივნისიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით (ხუთშაბათი), Airbus A319/A320/A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენის ნებართვა 15 მაისს მიენიჭა. „ეგეოსის ავიახაზები“ მეორე ბერძნული ავიაკომპანიაა, რომელიც ზაფხულიდან ჰერაკლიონი-თბილისის მიმართულებით დაიწყებს ოპერირებას. ავიაკომპანია „Ellinair“ რეგულარულ რეისებს 15 ივნისიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით (ხუთშაბათი) შეასრულებს. (NS)
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)