10:32 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 17:15:27, 1573 ნახვა

საზოგადოება
შალვა ხუციშვილი: ქართული წარმოშობის 325 „კანონიერი ქურდია“ დარეგისტრირებული

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, ქართული წარმოშობის 325 ე.წ. კანონიერი ქურდია დარეგისტრირებული, - ამის შესახებ ხუციშვილმა "საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების ფარგლებში ისაუბრა, რომელიც საპარლამენტო კომიტეტებს წარუდგინა. 

ხუციშვილის ინფორმაციით, მათი ძალიან მცირე ნაწილი საქართველოში, საპყრობილეში იმყოფება, დანარჩენი - პოსტსაბჭოთა სივრცესა და ევროკავშირის ქვეყნებში.

"ყველაზე მაღალი ხელშეკრულება გავაფორმეთ, რაც შეიძლება ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს. ეს დიდ შესაძლებლობას გვაძლევს, რათა ევროპის პოლიციის სამსახურთან თანამშრომლობა გავაღრმავოთ. კონკრეტულად, ევროპული ქვეყნების პოლიციებთან. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ საკმაოდ მაღალი სტანდარტი გვაქვს, რადგან ევროპასთან ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გაფორმებული აქვთ ამერიკას, ნორვეგიას, შვეიცარიას. ანუ, მათ, ვისაც მაღალი საპოლიციებო სტანდარტები აქვთ. ქართული წარმოშობის 325 კანონიერი ქურდია დარეგისტრირებული, რომელთა ძალიან მცირე ნაწილი საქართველოში, საპყრობილეში იმყოფება, დანარჩენი - პოსტსაბჭოთა სივრცესა და ევროკავშირში. როცა ერთ ქვეყანაში უკანონო შემოსავლების მიღება ხდება, მეორე ქვეყანაში ამის გათეთრება, ევროპოლთან შეთანხმება შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ეს სურათი სრულად დავინახოთ და ლოკალურად კონკრეტულ ქვეყნებთან არ ვიმუშაოთ, რომლებთანაც ისედაც ვთანამშრომლობთ", - განაცხადა ხუციშვილმა. 

მისივე თქმით, საქართველოში ორგანიზებული დანაშაული, როგორც ეს ევროპული სტანდარტებითაა შეფასებული, მინიმალურ დონეზეა. 

რაც შეეხება ე.წ. ფარული პოლიციელების ინსტიტუტის ამოქმედებას, ხუციშვილის ცნობით, ძალოვანი უწყება მთავრობას შესაბამისი ინიციატივით მიმდინარე თვეში მიმართავს, რომ პროექტის განხილვა და ინიცირება მოხდეს. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics