10:28 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 15:04:24, 1655 ნახვა

საზოგადოება
საიას ინფორმაციიით, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 17 მაისს სახელმწიფომ შეკრების უფლების დაცვა ვერ შეძლო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაში მონაწილეთა სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, 12 500 ლარის გადახდა დაეკისრა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული მოქმედებები არაეფექტურად მიიჩნია.

სასამართლოს შეფასებით, სამინისტრო ვალდებული იყო არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, გამოეყო შესაბამისი ოდენობის და შესაბამისი აღჭურვილობის მქონე პოლიციელები და გამოეყენებინა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი აქციის მონაწილეების დასაცავად.

„მსგავს სიტუაციებში სახელმწიფოს გულგრილობა და უმოქმედობა, პრაქტიკულად გულისხმობს საკუთარი მოქალაქეების მიმართ ძალადობის წახალისებას, რაც ამ ყველაფრის მიმართ სახელმწიფოს შემწყნარებლური დამოკიდებულების მაჩვენებელია.

ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფო მსგავსი გამოცდილების გააზრების შემდგომ, აღარ დაუშვებს წარსულის შეცდომებს და ეფექტურად შეძლებს ქვეყანაში შეკრების უფლების დაცვას“, - ნათქვამია საიას განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
უკრაინამ ტაგანროგში საავიაციო ქარხანა, ვორონეჟში სამხედრო აეროდრომი და ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics