|
2015-01-13 20:10:16, 3533 ნახვა
სხვადასხვა
შსს-ს ინფორმაციით ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება 90%–ით არის შემცირებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სტატისტიკური მონაცემებით, 2014 წლის ივნის-დეკემბერში, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების 90%-ზე მეტი კლება დაფიქსირდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში უკანასკნელ თვეებში ე.წ. ბიონარკოტიკის შემოტანა თითქმის არ ფიქსირდება. ე.წ. „ბიო“-ს მოხმარების კლების შთამბეჭდავი ტენდენციის შესახებ მიღებული ინფორმაციის და მონაცემების თაობაზე შსს-ს აკადემიაში „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის“ წევრებმა კომისიის მერვე სხდომაზე იმსჯელეს. კომისიის წევრებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის მნიშვნელოვანი შემცირება სახელმწიფოს კომპლექსური ნარკოპოლიტიკის დამსახურებაა. მათ შორისაა, დროული საკანონმდებლო ცვლილებები, კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულება, სიტუაციის მუდმივი მონიტორინგი და უწყებათა კოორდინირებული მუშაობა. პრევენციულ ღონისძიებებს შორის გამორჩეული ადგილი უკავია შსს-ს მიერ განხორციელებულ ფართომასშტაბიან ანტინარკოტიკულ კამპანიას „არა ბიონარკოტიკს - ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“. სახელმწიფო კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. სახელმწიფო კომისია ყოველთვიურად იკრიბება და მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს შესაბამისი კანონმდებლობის იმპლემენტაციასა და საქართველოში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. სხდომის მსვლელობისას სახელმწიფო კომისიის მდივანმა სოფო კილაძემ კომისიის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა, რომელშიც კომისიის საქმიანობის 2014 წლის ძირითადი მიმართულებებია შეჯამებული: საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადება, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების საერთო მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა, ურთიერთობა არასამთავრობო სექტორთან და საერთაშორისო პარტნიორებთან (განსაკუთრებით, EMCDDA-ს მიერ დაგეგმილი კონფერენცია, რომელსაც საქართველო 2015 წლის აპრილში უმასპინძლებს), კომისიის საქმიანობის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ა.შ. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ 2014 წლის მაისიდან ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარებით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით სულ უფრო და უფრო ნაკლები მომხმარებელი მიმართავს პრევენციის ცენტრს სამკურნალოდ, რაც ქვეყანაში აღნიშნული ნივთიერებების მოხმარების აშკარა კლების ტენდენციაზე მიუთითებს.
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)