|
2015-04-14 12:49:49, 597 ნახვა
სამართალი
ზვიად ქორიძე: პრეზიდენტს უვადო მსჯავრდებულები არ შეუწყალებია
დღეს შეწყალებულთა შორის უვადო მსჯავრდებულები არ ყოფილან. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავჯდომარემ ზვიად ქორიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, უვადო მსჯავრდებულებმა შეწყალებუს კომისიას განცხადებით მიმართეს, თუმცა მათზე დადებითი რეკომენდაცია არ გაცემულა. „ამ ეტაპზე საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში 76 უვადო მსჯავრდებული იმყოფება და ბუნებრივია მათ მუდმივად აქვთ სურვილი და შესაძლებლობა შეწყალების კომისიას მომართონ. ამ 76 მსჯავრდებულიდან 8-ს აქვს საფუძველი, რომ დაწეროს განცხადება და კომისიაზე იყოს ის გატანილი. ანუ ესენი არიან მსჯავრდებულები, რომელთაც სასჯელის 15 წელზე მეტი მოიხადეს. კომისია ისევე განიხილავს უვადო მსჯავრდებულთა განცხადებებს, როგორც ნებისმიერი სხვა მსჯავრდებულების“,- აღნიშნა ქორიძემ. ქორიძის განცხადებით, პრეზიდენტმა მარტში 4 უვადო მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის 3 ქალბატონი. „ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, როდესაც პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში აღარ იყოს უვადო მსჯავრდებული ქალბატონი და სამივე შეიწყალა. მათ დაუდგინდათ გათავისუფლების ვადა და ისინი უვადო პატიმრები აღარ არიან“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)