|
2017-05-12 17:14:35, 1918 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: ზურაბ პოლოლიკაშვილის გამარჯვება მთელი ქვეყნისთვის დიდი წარმატებაა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე დანიშვნას გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს ფაქტი საქართველოს მსოფლიო მასშტაბით წარმოჩენას უზრუნველყოფს. მან ასევე აღნიშნა, რომ გაეროს სისტემაში საქართველოს ასეთი მაღალი რანგის ოფიციალური პირი ჯერ არ ჰყოლია. "ძალიან დიდი წარმატებაა მთელი ქვეყნისთვის ზურაბ პოლოლიკაშვილის გამარჯვება გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო მაშსტაბით. საქართველოს ისტორიაში, გაეროს სისტემაში ჩვენს ქვეყანას ასეთი მაღალი რანგის ოფიციალური პირი ჯერ არ ჰყოლია. მინდა, პირველ რიგში მივულოცო ზურაბს და მივულოცო ყველას, რადგან ეს ყველა ჩვენგანის წარმატებაა. ეს არის, რა თქმა უნდა, ზურაბის წარმატება, მისი ავტორიტეტის დამსახურება და მთელი მთავრობის, ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ძალიან მიზანმიმართული მხარდაჭერის შედეგი. ასე, რომ ყველას ვულოცავ ამ ძალიან დიდ წარმატებას ჩვენი ქვეყნისთვის!", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)