|
2015-04-14 12:25:52, 482 ნახვა
საზოგადოება
ელგუჯა ხოკრიშვილი წყლის მეშვიდე მსოფლიო ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტრთა კონფერენციას დაესწრო
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი კორეაში, ქ. გიონგჯუში წყლის მეშვიდე მსოფლიო ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტრთა კონფერენციას დაესწრო. გარემოსა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო წყალი-საკვები-ენერგია ნექსუსის თემაზე გამართული მრგვალი მაგიდის სხდომაში. მინისტრმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილებაზე და ეროვნულ დონეზე წყლის რესურსების პოლიტიკის შემუშავების ეტაპზე ინტერსექტორალური თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა. მრგვალი მაგიდის ფორმატში მინისტრებმა ასევე იმსჯელეს უსაფრთხო სასმელი წყლისა და სანიტარიის ხელმისაწვდომობის, წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის, წყალთან დაკავშირებული ბუნებრივი კატასტროფების მართვის, წყლის რესურსების მდგრადი მართვისა და წყლის საკითხებში განათლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე. მეშვიდე მსოფლიო ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტრთა კონფერენციაზე ორმოცდაათამდე ქვეყნის წყლისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა მიიღეს დეკლარაცია სადაც, კიდევ ერთხელ წარმოდგენილია წყალთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობის საკითხი და აღნიშნულია პოსტ 2015 განვითარების დღის წესრიგში წყალთან დაკავშირებული მიზნისა და შესაბამისი ამოცანების შეტანის მნიშვნელობის შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)