|
2017-05-12 15:58:46, 2400 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის პრეზიდენტთან სამომავალო თანამშრომლობა განიხილა
საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის საკითხი განიხილეს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილისა და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის პრეზიდენტის, როლფ ვენცელის შეხვედრაზე, რომელიც კვიპროსის ქალაქ ნიქოზიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასა და პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომლებიც მიმდინარე წელს ზრდადი დინამიკით ხასიათდება. მან ყურადღება გაამახვილა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე, რომლის მიხედვითაც ხორციელდება მნიშვნელოვანი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმები. ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველი განსაკუთრებით დაინტერესდა აღნიშნული რეფორმების მიმდინარეობით. მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სივრცით რეფორმაზე, აგრეთვე, საჯარო სექტორში ენერგოეფექტურობის განვითარებაზე, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერასა და სხვა. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ სამომავალო თანამშრომლობას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერის მიმართულებით.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)