|
2017-05-12 15:41:33, 1536 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გახარია ზურაბ პოლოლიკაშვილს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ზურაბ პოლოლიკაშვილს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს. მისივე თქმით, ზურაბ პოლოლიკაშვილის გამარჯვება ცხადყოფს, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აღიარებს და მხარს უჭერს იმ მიღწევებს, რომელიც საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმის განვითარების მიმართულებით აქვს. "ზურაბ პოლოლიკაშვილის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე არჩევა მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ვულოცავ ბატონ ზურაბს ამ დიდ წარმატებას, დარწმუნებული ვარ, ამ თანამდებობაზე მუშაობისას ის ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს, როგორც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისთვის, ისე საქართველოსთვის. სასიხარულოა, რომ საქართველოს წარმომადგენელს პირველად მიეცა შესაძლებლობა, მსოფლიო მნიშვნელობის ამ საერთაშორისო ორგანიზაციას წარუძღვეს. ზურაბ პოლოლიკაშვილის გამარჯვება ცხადყოფს, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აღიარებს და მხარს უჭერს იმ მიღწევებს, რომელიც საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმის განვითარების მიმართულებით აქვს. ეს არის საერთო გამარჯვება - საარჩევნო კამპანია მაღალი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა და მასში საქართველოს გარდა ბრაზილიის, კოლუმბიის, კორეისა და ზიმბაბვეს კანდიდატები მონაწილეობდნენ. ამ პირობებში საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატის გამარჯვება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და იმაზე მეტყველებს, რომ საერთაშორისო ტურიზმის სფეროში საქართველო ერთ-ერთ საინტერესო და პერსპექტიულ მიმართულებად ყალიბდება",-აცხადებს გიორგი გახარია.
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
უკრაინამ ტაგანროგში საავიაციო ქარხანა, ვორონეჟში სამხედრო აეროდრომი და ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)