ამის შესახებ Apsny იუწყება.

" />
10:27 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 14:37:43, 2054 ნახვა

საზოგადოება
apsny: დავით საგანელიძე საერთაშორისო გამოფენას აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთან ერთად დაესწრო

უმრავლესობის ყოფილი ლიდერი და საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე დავით საგანელიძე ჩინეთში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენას ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთან, „საერთაშორისო ფონდ აპსნი“-ის ხელმძღვანელ სენერ გოგუასთან ერთად დაესწრო, - ამის შესახებ Apsny იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, გოგუა ე.წ, რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელია თურქეთში. ის 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომის მონაწილეა.

სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენა კომპანია "Huahe International"-ის ეგიდით გაიმართა, რომლის საპატიო მრჩეველ-კონსულტანტი დავით საგანელიძეა.

"დავით საგანელიძე საქართველოში საჯარო სამსახურში მომუშავე, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პირია. მისი ხელფასი დაახლოებით 33 ათას ლარს შეადგენს. 2016 წელს მისმა შემოსავალმა 404 250 ლარი შეადგინა. როგორც თვითონ საგანელიძე აცხადებს, მისი ოფიციალური ხელფასი 21 ათას ლარია", - წერს apsny.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
უკრაინამ ტაგანროგში საავიაციო ქარხანა, ვორონეჟში სამხედრო აეროდრომი და ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics