08:39 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 12:01:58, 1640 ნახვა

საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოში სამხედრო სამსახური მხოლოდ კაცებისთვის უნდა იყოს სავალდებულო

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა, 64%, მიიჩნევს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური მხოლოდ კაცებისთვის უნდა იყოს სავალდებულო.

18% ფიქრობს, რომ სამხედრო სამსახური კაცებისთვისაც და  ქალებისთვისაც უნდა იყოს სავალდებულო, 16%-ის აზრით, საქართველოში სამხედრო სამსახური არ უნდა იყოს სავალდებულო, 1%-აღნიშნავს, რომ არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, 2 493 მოქალაქე პირისპირ ინტერვიუს საშუალებით გამოიკითხა.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics