08:39 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 11:58:37, 1622 ნახვა

საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს.

კერძოდ, კითხვაზე-ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით, რომ  საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს, გამოკითხულთა 47%-მა უპასუხა, რომ ეთანხმება, 27%- ამბობს, რომ არ  ეთანხმება, ხოლო 26%-მა აღნიშნა, რომ არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, 2 493 მოქალაქე პირისპირ ინტერვიუს საშუალებით გამოიკითხა.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics