|
2015-04-14 11:53:58, 473 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს, როდესაც ქართულის ენის სტატუსს საფრთხე არ ემუქრება, ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ მას
„დღეს, როდესაც ქართული ენის სახელმწიფო სტატუსს საფრთხე აღარ ემუქრება, ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ მას“, - ამის შესახებ დედა ენის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მისივე თქმით, თითოეული ჩვენგანის ვალია გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ქართული ენის სიწმინდე. „14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ამ დღეს, 1978 წლის 14 აპრილს, ქართველმა ხალხმა საბჭოთა რეჟიმის პირობებში გმირობის ტოლფასი ნაბიჯი გადადგა - როდესაც ქართული ენის სახელმწიფო სტატუსს საფრთხე დაემუქრა, უყოყმანოდ დაუპირისპირდა საბჭოთა რეპრესიულ მანქანას და ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. ქართველი ხალხის ერთსულოვნებამ და უკომპრომისო პროტესტმა საბჭოთა რეჟიმი აიძულა დათმობაზე წასულიყო. ქართველმა ხალხმა დედაენას ძეგლი დაუდგა. დღეს, როდესაც ქართული ენის სახელმწიფო სტატუსს საფრთხე აღარ ემუქრება, ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ მას, დავიცვათ ენის სიწმინდე და ასე შევუნარჩუნოთ მომავალ თაობებს“,- ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)