|
2017-05-11 18:11:50, 1584 ნახვა
საზოგადოება
„ავერსის“ მარნეულის კლინიკას მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი შეემატა
„ავერსის“ მარნეულის კლინიკაში ახალი სამედიცინო ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. რეგიონს დღეიდან 100 საწოლიანი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი მოემსახურება, რომელიც 5 სართულზეა განთავსებული და სამედიცინო სერვისების სრულ სპექტრს მოიცავს. ცენტრში ფუნქციონირებს: ER - გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დეპარტამენტი; რეანიმაცია; მოზრდილთა და ბავშვთა სტაციონარი; სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტი; ქირურგიული დეპარტამენტი, რომლის შემადგენლობაში 3 სრულყოფილად აღჭურვილი საოპერაციო დარბაზი შედის; ფუნქციურ-დიაგნოსტიკური დეპარტამენტი, რომელიც წარმოდგენილია ულტრასონოგრაფიული და რენტგენის კაბინეტებით, კომპიუტერული ტომოგრაფიითა და ლაბორატორიით. ამბულატორიული დეპარტამენტი კი სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტის - თერაპევტის, პედიატრის, ენდოკრინოლოგის, გინეკოლოგის, უროლოგის, ზოგადი ქირურგის, ონკო-ქირურგის, მამოლოგის, პროქტოლოგის, დერმატოლოგის, ყბა-სახის ქირურგის, სისხლძარღვთა ქირურგის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, ბავშვთა ნევროლოგის, ინფექციონისტის, ოფთალმოლოგის, ალერგოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ტრავმატოლოგის და ფიზიოთერაპევტის მომსახურებას გთავაზობთ. ახალი ცენტრის პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ რეგიონის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ აღნიშნა, რომ ამ პროექტში 12 მილიონ 500 ათასის ინვესტიცია განხორციელდა: "ავერსის კლინიკა" დღეს 27 ამბულატორიულ და სტაციონალურ კლინიკას აერთიანებს. ათი წლის წინ კლინიკის პირველი ფილიალი სწორედ მარნეულში გაიხსნა. ახალი კლინიკა თანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი. იმედი გვაქვს, ყველა აქ მოსული პაციენტი კმაყოფილი დარჩება ჩვენი სამედიცინო პერსონალის მომსახურებით. მადლობას ვუხდი "ავერსის კლინიკის" თანამშრომლებს რომლებიც უკვე 10 წელია ერთგულად ემსახურებიან ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ჩემი მადლიერება უნდა გამოვხატო ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლების მიმართ. მათ ამ იდეის განხორციელებაში პირველივე დღიდან მხარდაჭერა გამოგვიცხადეს. სასიამოვნოა, რომ ქვეყანაში ასე ოპერატიულად გაიცემა ლიცენზიები და ნებართვები. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძულმა ადგილობრივ მოსახლეობას ახალი ცენტრის გახსნა მიულოცა: "ახალი კლინიკა დიდი და მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ჯანდაცვის სფეროში, რომელიც კერძო სექტორის მხრიდან განხორციელდა. ეს გარანტია იმისა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისები უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. კლინიკა მაღალტექნოლოგიური აპარატურით გახლავთ აღჭურვილი. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ მართლაც დიდი წვლილი შეიტანა სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაში", - განაცხადა ნინო ბერძულმა. სტუმრებს შორის ქვემო ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ გუგეშაშვილიც იყო. მისი თქმით, ახალი კლინიკის მომსახურებით არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობაც ისარგებლებს. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა აღნიშნა, რომ კლინიკაში სამასამდე თანამშრომელია დასაქმებული და მათ შორის ნახევარზე მეტი ადგილობრივი მოსახლეა: "ავერსის" კლინიკა მუდმივად განახლებისა და განვითარების პროცესშია. ის მოსახლეობას უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს.
(R)
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)